2024 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა 9.2%-ით გაიზარდა და 4.5 მლრდ დოლარი შეადგინა.

ევროკავშირთან ვაჭრობის უდიდესი ნაწილი იმპორტზე მოდის, რომელიც ექსპორტს თითქმის 8-ჯერ აღემატება. საქსტატის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებზე საქართველოს მთლიანი ექსპორტის 8.5% და იმპორტის 26.5% მოდის.

ექსპორტი EU-ში

საქსტატის მონაცემებით, იანვარ-ნოემბერში ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტმა 510.4 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 24%-იან კლებას წარმოადგენს.

11 თვეში საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტირებული უმსხვილესი საქონლის ხუთეული შემდეგია:

  • თხილი და სხვა კაკალი - $55.4 მლნ დოლარი;
  • სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $54.8 მლნ დოლარი;
  • ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $39.8 მლნ დოლარი;
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - $30.8 მლნ დოლარი;
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $30.6 მლნ დოლარი.

BMG-მ ევროკავშირის ბაზარზე უმსხვილესი ექსპორტიორების შესახებ ინფორმაცია საქსტატიდან გამოითხოვა. ტოპ 10 ექსპორტიორი იანვარ-ნოემბერში შემდეგია (დალაგებული არაა რეიტინგის მიხედვით):

  • აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი
  • სს RMG Copper
  • სს რუსთავის აზოტი
  • შპს Caucasian Metals Terminal
  • შპს ატლანტიკ საქართველო
  • შპს პალატი 2022
  • შპს რუსთავის ფოლადი
  • შპს ჯეო ლოჯისტიკ
  • შპს ჯეორჯიან პროდაქტს
  • შპს ჯორჯიან მანგანეზი

EU-დან იმპორტი

11 თვეში ევროკავშირიდან იმპორტმა 4 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 15.6%-ით აჭარბებს.

იანვარ-ნოემბერში ევროკავშირიდან იმპორტირებული უმსხვილესი საქონლის ხუთეული შემდეგია:

  • მსუბუქი ავტომობილები - $706.4 მლნ;
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $402.1 მლნ;
  • დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - $270.2 მლნ;
  • სატვირთო ავტომობილები - $98.2 მლნ;
  • სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - $75.4 მლნ.

BMG-მ ევროკავშირიდან უმსხვილესი იმპორტიორების შესახებ ინფორმაცია საქსტატიდან გამოითხოვა. ტოპ 10 იმპორტიორი იანვარ-ნოემბერში შემდეგია (დალაგებული არაა რეიტინგის მიხედვით):

  • სს გეფა
  • სს კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია
  • შპს ავერსი-ფარმა
  • შპს აკა
  • შპს თეგეტა თრაქ ენდ ბას
  • შპს ლუკოილ-ჯორჯია
  • შპს პსპ ფარმა
  • შპს რომპეტროლ საქართველო
  • შპს სან პეტროლიუმ ჯორჯია
  • შპს ფილიპ მორის საქართველო

bm.ge