ევროკავშირში საშუალო თვიური ხელფასი 2,290 ევროთი, დაახლოებით 7 000 ლარით მეტია, ვიდრე საქართველოში. ამის შესახებ ინფორმაციას  ISET Policy Institute ავრცელებს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში

2024 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.2 პროცენტით (226.8 ლარით) გაიზარდა და 1 943.4 ლარი შეადგინა.

საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 4 519.4 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 20.2 პროცენტით);

ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 956.5 ლარი (გაიზარდა 9.0 პროცენტით);

პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 672.7 ლარი (გაიზარდა 12.0 პროცენტით);

მშენებლობა - 2 624.6 ლარი (გაიზარდა 22.3 პროცენტით).