ევროკავშირი, უკრაინისთვის გაყინული რუსული აქტივებიდან თანხების მიწოდების გეგმას ამუშავებს. ევროკომისიის წინადადება აქტივების კონფისკაციას არ ითვალისწინებს.დაბლოკილი ნაღდი ფული ობლიგაციებით ჩანაცვლდება, რაც უზრუნველყოფს, რომ რუსეთი შეინარჩუნებს აქტივებზე კანონიერ უფლებებს - წერს Bloomberg.
თანხა უკრაინას სხვადასხვა სესხის სახით გადაეცემა, რომელსაც უკრაინა არ დაფარავს, თუ რუსეთი ომის დროს მიყენებულ ზარალს არ აანაზღაურებს.აქტივები მოიცავს 175 მილიარდ ევროს. აქედან 45 მილიარდი ევრო გამოიყენება G7-ის ცალკეული ქვეყნების მიერ უკრაინისთვის შექმნილი დახმარების პროგრამის ფარგლებში. ნარჩენი 130 მილიარდ ევროს შეადგენს.ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე საკითხი, რაზეც მიდის მუშაობა, არის გარანტიები, რომლებიც წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ - აღნიშნავს Bloomberg.
მოამზადა ეკონომიკურმა მიმომხილველმა გოგიტა სურამელაშვილმა