2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოში მოქმედმა ჰესებმა 6 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც წინა წელთან შედარებით 13.4%-ით მეტია.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, გაუმჯობესებული გამომუშავება უკეთეს კლიმატურ პირობებთან არის დაკავშირებული.

2024 წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში ყველაზე მეტი ელექტროენერგია უმსხვილესმა ჰიდროელექტროსადგურმა, ენგურჰესმა გამოიმუშავა, რამაც 1.6 მილიარდი კილოვატ საათი, ანუ მთლიანი ჰიდრო გამომუშავების 26% შეადგინა. წინა წელთან შედარებით ენგურჰესის გამომუშავება 15%-ით არის გაზრდილი. მეორე ადგილზეა ვარციხეჰესი 591 მილიონი კილოვატ საათი გამომუშავებული ელექტროენერგიით (ზრდა 10%), ხოლო მესამეზე ვარდნილჰესების კასკადი 361 მილიონი კილოვატ საათით (ზრდა 32%).

2024 წლის პირველ 6 თვეში საქართველოში მოქმედი Top 10 ჰესის გამომუშავება და წლიური ცვლილება:

# ჰიდროელექტროსადგური მლნ. კილოვატ საათი ზრდა/კლება წინა წელთან
1 ენგურჰესი 1,601 15%
2 ვარციხე 591 10%
3 ვარდნილჰესების კასკადი 361 32%
4 შუახევიჰესი 331 -9%
5 ლაჯანურჰესი 235 14%
6 ფარავანჰესი 235 16%
7 გუმათჰესი 211 12%
8 დარიალიჰესი 203 0%
9 ხრამჰესი 2 198 20%
10 ჟინვალჰესი 163 -20%