კომპანია ET Sinergy დამფუძნებელისა და მმართველის, მერაბ ლომინაძის თქმით, კონვენციური ენერგორესურსი მილევადია და ამიტომ მისი ოპტიმალური გამოყენება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. ენერგოეფექტურობა თითოეული საწარმოს მეტ მოგებას ნიშნავს, რაც თავისთავად იმაზე მიუთითებს, რომ კომპანია ან საწარმო მდგრადი განვითარების გზაზე დგას, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში ეს კერძო სექტორს საშუალებას აძლევს, უკეთესად მართოს რესურსები და განავითაროს ბიზნესი,- ამის შესახებ მან რადიო „კომერსანტის“, ევროკავშირისა და KFW-ის მხარდაჭერით მომზადებულ რუბრიკაში ისაუბრა.
,,21-ე საუკუნეში რთულია, დაასახელო კომპანია, სადაც ენერგორესურსებს მთავარი როლი არ უკავია. ენერგორესურსი მილევადია და ამიტომაც, მისი ოპტიმალური გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია.
ენერგოეფექტურობა თითოეული საწარმოს მეტი მოგებიანობაა, რაც თავისთავად იმის ნიშანია, რომ კომპანია ან საწარმო მდგრადი განვითარების გზაზე დგას და შესაბამისად, ნებისმიერმა კომპანიამ, იქნება ეს მცირე თუ საშუალო საწარმო, უნდა იფიქროს, თუ როგორ გააუმჯობესოს თავისი ენერგოეფექტურობა, რაშიც არ იგულისხმება მხოლოდ ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება, აქ ნაგულისხმევია ნებისმიერი ენერგომატარებლის მოხმარების შემცირება და მისი ეფექტურობის ზრდა“,- აღნიშნა მერაბ ლომინაძემ.
ლომინაძის თქმით, ენერგოეფექტურობა, როგორც სავალდებულო კომპონენტი, სასარგებლოა არა მხოლოდ საწარმოსთვის, არამედ მომხმარებლისთვისაც. დღევანდელ კონკურენტულ გარემოში, ნებისმიერი კომპანია – იქნება ეს მცირე თუ საშუალო საწარმო – აუცილებლად უნდა ფიქრობდეს იმაზე, თუ როგორ გააუმჯობესოს თავისი ენერგოეფექტურობა. ენერგოეფექტურობა, პირველ რიგში, საზოგადოების ვალდებულებაა.
„თუ, ჩვენ, ადამიანები, არ მივალთ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ენერგოეფექტურობა პირველ რიგში, ჩვენი თავისთვის არის სასარგებლო, მანამდე ძალიან გართულდება ეს ქმედებები კომპანიებისგან მოვითხოვოთ.
თითოეულმა ჩვენგანმა უნდა სცადოს და ენერგოეფექტურობისაკენ ნაბიჯები გადადგას, ანუ ძალიან ბანალურად რომ ვთქვათ, ენერგოეფექტური ნათურების შეძენით დავიწყოთ. ასევე, ვეცადოთ ნაკლებად მოვიხმაროთ ნაკლები ენერგომატარებლები, მაგალითისთვის შევიძინოთ ნაკლები წვის ავტომობილები.
მნიშვნელოვანია, მოვიხმაროთ ნაკლები გაზი გათბობის მიზნით, რისი მიღწევაც ენერგოეფექტური კედლებით არის შესაძლებელი, რაც სამშენებლო სექტორის პასუხისმგებლობაა.
როცა ხალხი ენერგოეფექტურობისაკენ გადადგამს ნაბიჯს, მხოლოდ ამის შემდეგ უკვე კომპანიების ქმედებაში ითარგმნება ენერგოეფექტურობა. კომპანიები შეეცდებიან გამოიყენონ უფრო მაღალტექნოლოგიური და დაბალხარჯიანი ხელსაწყოები და ტექნოლოგიები“,- თქვა მერაბ ლომინაძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში.
აღნიშნული სტატია შექმნილია ევროკავშირისა და KFW-ის მხარდაჭერით, “საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია რადიო კომერსანტი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების შეხედულებებს
“საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამა” ხორციელდება ევროკავშირისა და KfW-ის ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამას 2021 წლიდან ახორციელებს საერთაშორისო კონსორციუმი, GOPA Tech-ის ხელმძღვანელობით. რეგიონალური ენერგო ეფექტურობის კამპანიის განმახორციელებელია შპს “მეს”.
„ენერგოეფექტურობა მომხმარებლისთვის ნიშნავს, რომ ის სტაბილურად ხარისხიან და დაბალფასიან პროდუქტს იღებს“ - მერაბ ლომინაძე
OPEC Fund-ი თურქეთში შუა დერეფნის სარკინიგზო ინფრასტრუქტურისთვის $250 მლნ-ს გამოყოფს
რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ₾1 მილიონი ჯარიმა, 3-წლიანი პატიმრობა და 2 წელი პირობითი მსჯავრი
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი ინიშნება
2020 წლამდე „ქართული ოცნება“ ჯარის დახურულ უბნებზე ყველა არჩევნებს აგებდა, მხოლოდ ჩემი მინისტრობის დროს ხმების 85–90% მიიღო, ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს - ირაკლი ღარიბაშვილი
ხვალინდელ უმრავლესობის სხდომაზე განვიხილავთ მიმდინარე საკითხებს, არ იქნება რაიმე სიურპრიზი - ირაკლი კობახიძე
კიმ ჩენ ინი ჩინეთში ჩავიდა
1792844863