ენერგეტიკული ბირჟის მონაწილეების რაოდენობა იზრდება. საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის (სენბი) ვებგვერდზე არსებული მონაცემებით, ამ დროისთვის ბაზარს 10 მონაწილე ჰყავს.

მონაწილეების ჩამონათვალი ასეთია:

  • სს თელასი;
  • შპს ლილო-მოლი;
  • სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა;
  • შპს ენერჯი დეველოფენტ ჯორჯია;
  • შპს რიცეულაჰესი;
  • შპს საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია;
  • შპს სვანეთი ჰიდრო;
  • შპს ჰიდრო ჯორჯია;
  • შპს კასლეთი 2;
  • შპს გეოენერჯი.

კომპანიების დიდი ნაწილი ჯერჯერობით პროცესს აკვირდება და ბაზარზე შესვლისგან თავს იკავებს. ენერგეტიკულ ბირჟაზე გარიგება არ ფიქსირდება.

ცნობისთვის, 6-ჯერ გადავადების შემდეგ, პირველ ივლისს საქართველოში ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი ამოქმედდა.