2024 წლის I კვარტალში საქართველოში 32 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც ქვემო ქართლის (31.3 პროცენტი) და სამეგრელო-ზემო სვანეთის (15.6 პროცენტი) რეგიონებში იყო განთავსებული. ელევატორების 12.5 პროცენტი ფუნქციონირებს კახეთის, 12.5 პროცენტი ქ. თბილისში, 9.4 პროცენტი - შიდა ქართლის რეგიონში, 9.4 პროცენტი - იმერეთის რეგიონში, 6.3 პროცენტი - გურიის რეგიონში და 3.1 პროცენტი - აჭარის ა.რ.-ში.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წლის I კვარტალის განმავლობაში მომსახურება გაეწია 21 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით,75 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 436 კაცით განისაზღვრა.
2024 წლის I კვარტალში, ელევატორებში შენახული (განთავსებული) იყო 104.7 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 46.6 პროცენტს წარმოადგენდა ხორბალი. საანგარიშო პერიოდში, ელევატორებში განთავსებული პროდუქციის მთლიანი მოცულობის 59.8 პროცენტს ელევატორების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული პროდუქცია შეადგენდა.
2024 წლის I კვარტალში, ელევატორების მიერ გაყიდულია 63.2 მლნ. ლარის ღირებულების 57.3 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 47.4 პროცენტი იყო იმპორტირებული პროდუქცია.
ელევატორების მიერ საკუთარი წარმოების პროდუქციაში, როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით, ჭარბობდა ხორბლის ფქვილი, რომელზეც მოდიოდა ელევატორების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის 79.3 პროცენტი.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ელევატორების საცავების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად საცავების ჯამური ტევადობიდან) იანვარში შეადგენდა 57.9 პროცენტს, თებერვალში - 56.2 პროცენტს, ხოლო მარტში - 53.5 პროცენტს.