ამ დროისთვის საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე რეგისტრირებული 23 მონაწილეა, რომელთაც ელექტროენერგიის გაყიდვის ან ყიდვის შესაძლებლობა აქვთ. რეგისტრირებულ მონაწილეთა შორის ელექტოენერგიის მწარმოებლები ჭარბობენ, რომლებიც განსაკუთრებით გააქტიურდნენ გაზაფხულიდან, როდესაც ელექტროენერგიის წარმოების შესაძლებლობა გაეზარდათ.
გარდამავალ მოდელში ბირჟაზე დაშვებისა და ვაჭრობის საფასურს მონაწილეები არ იხდიან, რაც მათთვის დამატებით სარგებელს ქმნის,- ამის შესახებ „კომერსანტს“ „საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაში“ განუცხადეს.
„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ელექტროენერგიის ბაზრის მიმდინარე რეფორმა ეხება საბითუმო ბაზარს და ის არ აისახება მოსახლეობისა და მცირე ბიზნესის მიერ ელექტროენერგიის შესყიდვის არსებულ პრაქტიკაზე - ელექტროენერგიის საფასურის გადახდა კვლავ გაგრძელდება თვის ბოლო მიმწოდებლისგან მიღებული ქვითრის საფუძველზე.
საბითუმო ბაზარზე დაშვების კრიტერიუმები დადგენილის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საბითუმო ბაზარზე დაშვების უფლება არ ნიშნავს ვალდებულებას და ყველა პირი უფლებამოსილია მისი შეხედულებისამებრ მოახდინოს ამ შესაძლებლობის გამოყენება ან განაგრძოს ელექტროენერგიის შესყიდვა მიმწოდებლისგან“,- აღნიშნულია სენბის ინტერვიუში.
მათივე ინფორმაციით, 2025 წლის ივლისიდან დაგეგმილია ბირჟის საათობრივი დაბალანსების ამოქმედება, რაც გულისხმობს, რომ საბითუმო ბაზრის მონაწილეები ნავაჭრი და ფაქტობრივად, მოხმარებული/წარმოებული ელექტროენერგიის რაოდენობის დაბალანსებას საათობრივად განახორციელებენ, თუმცა „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ წარმომადგენლებმა „კომერსანტთან“ ინტერვიუში განაცხადეს, რომ ეს ცვლილება მოსახლეობისა და მცირე ბიზნესის ყოველდღიურ პრაქტიკაზე პირდაპირ გავლენას ვერ მოახდენს, ისინი ჩვეულ რეჟიმში მიიღებენ ქვითარს მიმწოდებლისგან.
„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ელექტროენერგიის ბაზრის მიმდინარე რეფორმა ეხება საბითუმო ბაზარს და ის არ აისახება მოსახლეობისა და მცირე ბიზნესის მიერ ელექტროენერგიის შესყიდვის არსებულ პრაქტიკაზე - ელექტროენერგიის საფასურის გადახდა კვლავ გაგრძელდება თვის ბოლო მიმწოდებლისგან მიღებული ქვითრის საფუძველზე.
საბითუმო ბაზარზე დაშვების კრიტერიუმები დადგენილის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საბითუმო ბაზარზე დაშვების უფლება არ ნიშნავს ვალდებულებას და ყველა პირი უფლებამოსილია მისი შეხედულებისამებრ მოახდინოს ამ შესაძლებლობის გამოყენება ან განაგრძოს ელექტროენერგიის შესყიდვა მიმწოდებლისგან.
ბირჟა არის საბითუმო ბაზრის ერთ-ერთი და არა ერთადერთი სეგმენტი, რასაც შეიძლება მოხდეს ელექტროენერგიით ვაჭრობა. საბითუმო ბაზარზე, მათ შორის ბირჟაზე, ვაჭრობა დაკავშირებულია გარკვეულ ფიქსირებულ ხარჯებთან, რომელიც მოვაჭრემ უნდა გასწიოს. შესაბამისად, მოსახლეობისთვის და მცირე საწარმოებისთვის, მათი ზომიდან გამომდინარე, ჩვეულებრივ მომგებიანი არ არის საბითუმო ბაზარზე ელექტროენერგიის შესყიდვა. ქართული კანონმდებლობით განსაზღვრულია კრიტერიუმები იმ საბოლოო მომხმარებლებისთვის, ვისაც აქვს საბითუმო ბაზარზე, მათ შორის ბირჟაზე, ვაჭრობის უფლება (და არა ვალდებულება). მოსახლეობა და მცირე ბიზნესი კი განსაკუთრებული დაცვის ქვეშ იმყოფება ქართული კანონმდებლობით. მიუხედავად საბითუმო ბაზარზე პირდაპირი დაშვების შეზღუდვისა თუ მიზანშეუწონლობისა, მსოფლიო პრაქტიკაში ვხედავთ, რომ მიმწოდებლები მოსახლეობას და მცირე ბიზნესს ელექტროენერგიას სთავაზობენ ფასით, რომელიც დაკავშირებული და იცვლება ბირჟის ფასთან ერთად. მსგავსი შესაძლებლობა საქართველოში ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა საბითუმო ბაზრის განვითარებასთან ერთად ბევრი სიახლე და შესაძლებლობა გაჩნდება მოსახლეობისთვის და მცირე ბიზნესისთვის“,- აღნიშნულია „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.