ეკონომიკის ზრდასთან ერთად ბუნებრივია მსხვილ კორპორაციებს მოუწევთ საფონდო ბირჟებზე გასვლა, რადგანაც ეს ზრდის მათ საერთაშორისო რეპუტაციას და სანდოობას, - აღნიშნულის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომელიც არ გამორიცხავს, რომ ქართული კომპანიების მალე სხვადასხვა საფონდო ბირჟებზე გავიდნენ.
„მე მგონია, რომ ჩვენი ეკონომიკა, მოდი ვთქვათ, რომ საბანკო ეკონომიკაა. თუმცა მეორეს მხრივ მოზიდვა სხვა ალტერნატიული წყაროებიდან, კომპანიები ეძებენ ამ რესურსებს. ეს ეხება, როგორც ფიქსირებული შემოსავლის მქონე ფასიანს ქაღალდებს, ასევე სააქციო კაპიტალის გაზრდას, იმიტომ, რომ ეკონომიკა, რომ იზრდება, კომპანიები, რომ იზრდება, მათ ავტომატურად უჩნდებათ მოთხოვნა ამ ტიპის აქტივობა დაიწყონ და მათ შორის საფონდო ბირჟაზე გავიდნენ. ეს მაგალითები, რომელიც უკვე გაქვს არის ძალიან კარგი გზამკვლევი ამ კომპანიებისთვის, რომლებიც ხვალ და ზეგ, როგორც ფასიან ქაღალდებს გამოუშვებენ ასევე კაპიტალის მოზიდვის კუთხით ფასიანი ქაღალდების გამოშვების ნაწილში ექნებათ შესაძლებლობა, რომ გამოიყენონ ეს რესურსი.
ეკონომიკის ზრდასთან ერთად ბუნებრივია ეს გადაწყვეტილებები მსხვილ კორპორაციებს გარდაუვალად მოუწევთ. რადგანაც ეს ზრდის მათ საერთაშორისო რეპუტაციას, სანდოობას, და ისევე როგორც თავის დროზე ბევრი ადგილობრივი, ეროვნული კომპანია გარდაიქმნა მულტინაციონალურ კორპორაციად, მეც ვხედავ შესაძლებლობას, რომ გარკვეული ქართული კომპანიები ხვალ და ზეგ მულტინაციონალურ კომპანიებად გარდაიქმნან, სწორედ ამ ტიპის საფონდო ბირჟებზე გასვლის შემდეგ. როგორც კი ქართული კომპანიების აქციები ჩნდება საფონდო ბირჟებზე ინვესტორების ინტერესი და კითხვა „რა არის ეს ქვეყანა საქართველო“ ჩნდება. თუ წარმატებულია ეს შემთხვევა და კარგად მოხდა საფონდო ბირჟაზე გასვლა, მერე უკვე ხედავენ კონკრეტული მაგალითია, კაპიტალიზაცია იზრდება, ე.ი. საქართველოში ღირს დაბანდება და კომუნიკაცია ქართულ კომპანიებთან და შესაბამისად პროექტები იქნება ეს თუ სხვადასხვა ტიპის ბზინეს აქტივობა," - განაცხადა ვეფხვაძემ.