27 იანვარს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის უმსხვილეს ინვესტიციას დეველოპერული კომპანია Eagle Hills-ი ჩადებს. ინვესტიცია რამდენიმე ეტაპად განხორციელდება.
საწყის ეტაპზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდება, რაც მოიცავს მიწის მომზადებას, საინჟინრო საქმიანობას და პირველადი კომერციული და საცხოვრებელი ობიექტების მშენებლობას. მეორე ეტაპი სასტუმროებს, დასასვენებელ ზონებსა და კომერციულ ობიექტებს დაეთმობა.
დეველოპერულ კომპანიასთან მოლაპარაკებებში აქტიურად იყო ჩართული სააგენტო ,,აწარმოე საქართველოში“. სააგენტოს დირექტორი მიხეილ ხიდურელი ,,კომერსანტთან“ აცხადებს, რომ პროექტი ქვეყანას დიდ ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს.
,,ეს იქნება მრავალწლიანი პროცესი, რომელიც ეტაპობრივად მოიტანს დიდ ეკონომიკურ სარგებელს – შექმნის სამუშაო ადგილებს, ხელს შეუწყობს ბიზნესების განვითარებას და გაზრდის ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს.’’- განაცხადა მიხეილ ხიდურელმა ,,კომერსანტთან“