„დიპ სტეიტის“ ახალი გეგმის თანახმად, მათმა ადგილობრივმა აგენტურამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ რუსი ტურისტი საქართველოში აღარ ჩამოვიდეს, რაც, საბოლოოდ, იმით უნდა დასრულდეს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ, საქართველოში თითქოსდა რუსოფობიული განწყობების გამო, ჩვენს ქვეყანასთან ყველანაირი ეკონომიკური ურთიერთობა შეაჩეროს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ამ ყველაფრის, ისევე, როგორც მეორე ფრონტის გახსნისა და რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე მიერთების მიზანი საქართველოს ეკონომიკის ჩამოშლა, ერებს შორის შუღლის გაღვივება და პროცესების სამხედრო კონფლიქტამდე მიყვანაა.
„თუკი 2022 წელს, უკრაინაში ომის დაწყებისას, „დიპ სტეიტის“ დავალებით, ადგილობრივი რადიკალური აგენტურა ხელისუფლებას მეორე ფრონტის გახსნისკენ და უკრაინაში მოხალისეების გაგზავნისკენ მოუწოდებდა, ამავდროულად კი უცხოელი აგენტები საქართველოს სოხუმსა და ცხინვალში სამხედრო ძალით „გასეირნებას“ სთავაზობდნენ, „დიპ სტეიტის“ ახალი გეგმის თანახმად, მათმა ადგილობრივმა აგენტურამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ რუსი ტურისტი საქართველოში აღარ ჩამოვიდეს, რაც, საბოლოოდ, იმით უნდა დასრულდეს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ, საქართველოში თითქოსდა რუსოფობიული განწყობების გამო, ჩვენს ქვეყანასთან ყველანაირი ეკონომიკური ურთიერთობა შეაჩეროს. ამ ყველაფრის, ისევე, როგორც მეორე ფრონტის გახსნისა და რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე მიერთების მიზანი საქართველოს ეკონომიკის ჩამოშლა, ერებს შორის შუღლის გაღვივება და პროცესების სამხედრო კონფლიქტამდე მიყვანაა, რაც, ჩვენ შემთხვევაში, საქართველოს უკიდურეს დასუსტებამდე და განადგურების საფრთხემდე მიდის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს