15 მაისის მდგომარეობით, 2025 წლის მოსავალი 5 500-ზე მეტ ფერმერს აქვს დაზღვეული. ჯამში დაზღვეულია 127 მლნ ლარზე მეტი ღირებულების მოსავალი, - ამის შესახებ სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილი იუწყება. 

სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამა 10 წელზე მეტია მოქმედებს და ფერმერებს სადაზღვევო პრემიის 70%-ის თანადაფინანსებას სთავაზობს.

ხარატიშვილის ინფორმაციით, როცა სავალდებულო გახდა საჯარო რეესტრში მიწის რეგისტრაცია, პოლისების რაოდენობა შემცირდა, თუმცა, მისივე განმარტებით, სისტემურმა რეგისტრაციამ მეტწილად ეს ნაწილი მოაგვარა და წლიდან წლამდე უფრო იზრდება ბენეფიცირების რაოდენობა.