„ჩენდლერის ინსტიტუტის“ გრძელვადიანი ხედვის რეიტინგში საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო სამეულშია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ასეთი შეფასება. „ჩვენი ხელისუფლება მუდმივად ცდილობს, რომ ჰქონდეს გრძელვადიანი ხედვა და გეგმა, მათ შორის სამოქმედო გეგმა, რომელიც განაწილებულია თითოეულ სამინისტროსა და უწყებაზე. როგორც იცით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს აქვს ინიციატივა, რომ მოხდეს 10-წლიანი სამოქმედო გეგმის განახლება, რაც ძალიან კონკრეტული, მიზანზე და შედეგზე ორიენტირებული დოკუმენტი იქნება“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. „ჩენდლერის ინსტიტუტმა“ გრძელვადიანი ხედვის რეიტინგი „კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის“ ფარგლებში გამოაქვეყნა. საქართველოს მთავრობამ მაღალი შეფასება მიღო, გრძელვადიანი ხედვით მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში მე-16 პოზიციაზე და ევროპის საუკეთესო სამეულში მოხვდა. აღსანიშნავია, რომ რეიტინგში საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 5 ქვეყანას, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 31 სახელმწიფოს. ევროპის საუკეთესო სამეულში კი შემდეგი ქვეყნები შევიდა: ლუქსემბურგი, შვეიცარია და საქართველო.მთავრობის გრძელვადიანი ხედვის რეიტინგი ეფუძნება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალურ გამოკითხვას თემაზე - რამდენად აქვთ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს გრძელვადიანი ხედვა.„10-წლიანი სამოქმედო გეგმის ფარგლებში ჩვენ გვექნება კონკრეტული საზომები, კონკრეტული ხელშესახები შედეგები ჩვენი ქვეყნის თითოეულ დარგში, ისევე როგორც მიმართულებაში. შედეგად ჩვენი ქვეყნის შიგნით, მათ შორის შიდა და საერთაშორისო ინვესტორებს ეცოდინებათ, თუ რა პროექტებს განახორციელებს საქართველო მომდევნო 10 წლის განმავლობაში და როგორი იქნება ის გეგმა-გრაფიკი, რომლის ფარგლებშიც თითოეული პროექტის აღსრულება მოხდება“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
„ჩენდლერის ინსტიტუტის“ გრძელვადიანი ხედვის რეიტინგში საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო სამეულშია - მარიამ ქვრივიშვილი
კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში არის პრინციპულად დამარცხებული - ირაკლი კობახიძე
ეფექტიანობის დეპარტამენტის 1-წლიანი მუშაობის შედეგად ჯამში დაიზოგა 101 მლნ ლარი - ირაკლი კობახიძე
ევროპარლამენტმა თავი გაუტოლა რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას, რუსეთი უარყოფს საქართველოს სუვერენიტეტს ტერიტორიის მეხუთედზე, ევროპარლამენტი უარს ამბობს, აღიაროს სუვერენიტეტი მთელ ტერიტორიაზე - შალვა პაპუაშვილი
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
თუ გსურს „ტრამპ თაუერი“ ააშენო ან ქუჩას ტრამპის სახელი დაარქვა, კარგი. მაგრამ, „სად არის კონკრეტული შედეგი?“ ეს არის, რაც ტრამპს ნამდვილად აინტერესებს - „ჰერიტიჯის ფონდის“ პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი