სუპერმარკეტების მიმართულებით საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა ე.წ. ფულის გადახდის საკითხი, - ამბობს აგრო 1959-ისმმართველი პარტნიორი გიორგი ხანიშვილი.

როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში გიორგი ხანიშვილმა განაცხადა, ძალიან კარგია, რომთავრობამ ეს საკითხი წამოსწია, რადგან პრობლემები არსებობს და ამ პრობლემების მოგვარება აუცილებელია.

საცალ ქსელი ამბობს, შენ შემოიტან პროდუქტს ჩემთან, თუნდაც მალფუჭებადს, მაგალითად, რძემჟავა პროდუქტ, რომელიც ერთ კვირაში, სამ დღეში იყიდება, მე კი ფულს სამი თვის შემდეგ გადაგიხდი. გამოდის, რომ საცალო ქსელიგანვითარება ფინანსდება არა თავად საცალო ქსელის მიერ აღებული კრედიტებით, რისკებით და ასე შემდეგ, არამედ ფერმერთა გარკვეული ფულით, რაც შეუძლებელია, რადგან ფერმერს ისედაც ფინანსებზე ხელმისაწვდომობა რთულად აქვს, ისედაც მცირეა მისი ფინანსური რესურსი და გადახდის ასე გაწელვა დროში უბრალოდ, შეუძლებელია. ძალიან კარგია, რომ მთავრობამ ეს საკითხი წამოწია, რადგან პრობლემები არსებობს, რომელთა გადაჭრა აუცილებელია - ჩემი ფულით თქვენი ბიზნესის კეთება უნდა დამთავრდეს, ყველამ უნდა აიღოს თავისი რისკი. მე რომ მოიტანე პროდუქცია, რომელიც გაყიდ, არ შეიძლება იმის ფული თვეები აგროვო.

იყო ასეთი ქსელი „პოპული“, რომელიც გაკოტრდა და უამრავი მიმწოდებელი ჩაითრია. ქსელი ბაზრიდან უბრალოდ გაქრა, მიმწოდებელს კი თანხები არავინ აუნაზღაურა. შედეგად, მწარმოებლები გაკოტრდნენ, ფერმერები გაკოტრდნენ. ეს პროცესები აუცილებლად დასარეგულირებელია თამაშის სწორი წესებია შემოსაღები. ადგილობრივი ფერმერის ინტერესები კი ყველაზე სუსტად არის დაცული“, - აცხადებს გიორგი ხანიშვილი.