„საქსტატის“ მონაცემებით, ელექტროენერგიის მთლიანმა წარმოებამ 2023 წლის თებერვალში 987.4 გვტ.სთ შეადგინა (იანვარში 1,110.7 გვტ.სთ იყო), საიდანაც თბოელექტროსადგურები 642.8 გვტ.სთ, ჰიდროელექტროსადგურები 338.9 გვტ.სთ, ხოლო ქარის ელექტროსადგური 5.8 გვტ.სთ იყო.

ელექტროენერგიის შიდა მიწოდებამ 1,126.9 გვტ.სთ შეადგინა, ხოლო იმპორტმა 577.6 გვტ.სთ, რაც შეეხება ექსპორტს ეს მაჩვენებელი 371.5 გვტ.სთ იყო.

მიმდინარე წლის თებერვალში ბუნებრივი გაზის წარმოებამ 1.1 მლნ.მ3 შეადგინა (იანვარში 1.2 მლნ.მ3 იყო) . იმპორტი 484.1 მლნ.მ3, ხოლო შიდა მიწოდება 485.2 მლნ.მ3 გახდა.

რაც შეეხება ნავთობის და ნავთობპროდუქტების წარმოებას, თებერვალში 0.3 ათასი ტონა იყო, რაც 1.6 ათასი ტონით ნაკლებია წინა თვესთან შედარებით. შიდა მიწოდებამ 113.5 ათასი ტონა შეადგინა, იმპორტმა 110.3 ათასი ტონა, ხოლო ექსპორტმა 4.1 ათასი ტონა.

ქვანახშირის წარმოებამ თებერვალში 11.4 ათასი ტონა შეადგინა, რაც შემცირებული მაჩვენებელია, რადგან იანვარში 12.7 ათასი ტონა იყო. იმპორტმა 34.8 ათასი ტონა, ხოლო შიდა მიწოდება 31.2 ათასი ტონა შეადგინა.