Visual Capitalist-მა, Oil & Gas Journal-ში გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით, რომლებიც აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის მიერ არის მოწოდებული, დადასტურებული ბუნებრივი აირის მარაგების მიხედვით მსოფლიოს ტოპ-10 ქვეყანა გამოავლინა.
რეიტინგში პირველ ადგილს, 1,688 ტრილიონი კუბური ფუტით, რუსეთი იკავებს. ეს 40%-ით მეტია მეორე ადგილზე მყოფ ირანის ბუნებრივი აირის მარაგზე და თითქმის სამჯერ მეტია აშშ-ის მარაგზე, რომელიც ჩამონათვალში მეოთხე პოზიციაზეა.
მსოფლიოს 10 ქვეყანა ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი დადასტურებული მარაგით შემდეგია:
| ქვეყანა | დადასტურებული მარაგი (ტრილიონი კუბური ფუტი) | რეგიონი 🌍 |
|---|---|---|
| რუსეთი | 1,688 | ევროპა/აზია |
| ირანი | 1,200 | ახლო აღმოსავლეთი |
| კატარი | 843 | ახლო აღმოსავლეთი |
| აშშ | 615 | ჩრდილოეთი ამერიკა |
| თურქმენეთი | 400 | აზია |
| საუდის არაბეთი | 336 | ახლო აღმოსავლეთი |
| არაბთა გაერთიანებული საამიროები | 290 | ახლო აღმოსავლეთი |
| ჩინეთი | 265 | აზია |
| ნიგერია | 209 | აფრიკა |
| ვენესუელა | 195 | სამხრეთი ამერიკა |