ნავთობის ფასი გასული კვირის მნიშვნელოვანი კლების შემდეგ, იზრდება.

დღევანდელი მონაცემებით, ბარელი Brent-ის ფასი 72.2 დოლარს შეადგენს, ხოლო WTI-ის ფასი დაახლოებით 68 დოლარია, რუსულ ნავთობს რაც შეეხება, ბარელი Urals-ის ფასი 67 დოლარს შეადგენს.

გასულ კვირას Brent-ი 3%-ით დაეცა, WTI - 4,6%-ით.

ბოლო პერიოდის განმავლობაში ნავთობის გაიაფება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას უკავშირდება, რომელიც პირობას დებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტს უმოკლეს ვადებში მოაგვარებს. თავისი არსით, გეოპოლიტიკური რისკების შემცირება ნავთობის გაიაფებას უწყობს ხელს, განსაკუთრებით OPEC-ის წევრ სახელმწიფოებთან მიმართებით, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ახლო აღმოსავლეთის რეგიონშია კონცენტრირებული.