მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში საქართველოს ახალ სტრატეგიულ პარტნიორ ირანთან სავაჭრო ბრუნვა $149.468 მლნ-ს შეადგენდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. გასულ წელს სავაჭრო ბრუნვა 133.061 მლნ იყო. კიდევ უფრო ნაკლები იყო სავაჭრო ბრუნვა წინა წლებში:
2022 წლის იანვარ-ივნისში - $113.338 მლნ;
2021 წლის იანვარ-ივნისში - $64.013 მლნ.
2020 წლის იანვარ-ივნისში - $48.066 მლნ.
გასულ წელს ექსპორტზე $13.770 მლნ-ის პროდუქტები გაიტანა.
რაც შეეხება ექსპორტის და იმპორტის მაჩვენებს, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში, მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველოდან ირანში $13.770 მლნ-ის პროდუქტი გავიდა, რაც 2023 წლის 6 თვეში ექსპორტის მაჩვენებელზე ($12.710 მლნ) 8.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ირანიდან $135.698 მლნ-ის პროდუქციის იმპორტი განხორციელდა, რაც 2023 წლის 6 თვის იმპორტის მაჩვენებელზე ($120.351 მლნ) 12%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ტოპ 10 ექსპორტირებული პროდუქტის ჩამონათვალი ასეთია:
- წიფლის ხე–ტყის მასალა - 3406,04 მლნ;
- ახალი ან ხმელი ბანანები - 1364,25 მლნ;
- სიმინდი - 961,97 მლნ;
- შოკოლადის და კაკაოს შემცველი მზაკვების პროდუქტები - 831,38 მლნ;
- მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი - 763,07 მლნ;
- თვლიანი ტრაქტორები ნახევრად მისაბმელებისათვის - 739,26 მლნ;
- ხელის ინსტრუმენტები ჩადგმული ელექტრული ძრავით - 476,65 მლნ;
- მსუბუქი ავტომობილები, შიგაწვის ძრავით ნაპერწკლოვანი ანთებით - 352,20 მლნ;
- ადამიანის სისხლი; ასევე ცხოველების სისხლი თერაპიული, პროფილაქტიკური ან დიაგნოსტიკური მიზნებით გამოსაყენებლად, ვაქცინები, ტოქსინები, მიკროორგანიზმების კულტურები - 322,98 მლნ;
- ბატკნის ნაკლავი, ახალი ან გაცივებული - 309,46 მლნ.
ტოპ 10 იმპორტირებული პროდუქტის ჩამონათვალი ასეთია:
- რკინის ან ფოლადის წნელები - $34344,55 მლნ;
- პოლიეთილენი ხვედრითი წონით 094 ან მეტი - $10156,37 მლნ;
- კერამიკული ფილები - $9422,43 მლნ;
- რკინის ან არალეგირებული ფოლადის წნელები - $5601,78 მლნ;
- ბუხტებად დახვეული რკინის წნელები - $5146,84 მლნ;
- რკინა და არალეგირებული ფოლადი ზოდებში - $3269,65 მლნ;
- რკინის ან არალეგირებული ფოლადის მავთული - $2827,36 მლნ;
- კარაქი (ნატურალური, რეკომბინირებული, შრატის და სხვა) - $2451,28 მლნ;
- კერამიკული ფილები წყლის შთანთქმის კოეფიციენტით 10მას% -ზე მეტი - $2324,44 მლნ;
- პოლიეთილენის ან პოლიპროპილენის ზოლების ტომრები და პაკეტები - $2015,84 მლნ.