კასპის რაიონ სოფელ ქვემოჭალაში მდებარე "გახელაძის მარნის დამფუძნებლის, ვიქტორ გახელაძის აზრით, საქართველოში ბიო მევენახეობა, განვითარდება, საკუთარ გზას იპოვის, თუმცა ქართული ტრადიციული მეღვინეობის დონემდე ვერ მივა.

როგორც ვიქტორ გახელაძემ "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, ქვეყანაში აღნიშნული მიმართულების განვითარება კომპლექსურ მიდგომას მოიცავს.

"ჩემი კომპანია ბიო მევენახეობის კუთხით, ჯერჯერობით, განვითარებული არ არის. ამ ეტაპზე, ღვინოს ტრადიციული წესით ვამზადებთ. მოგეხსენებათ ბიო მიმართულება კომპლექსურია - პირველ რიგში, ინფრასტრუქტურაა საჭირო, ვენახები ერთმანეთთან მიჯრით არ უნდა იყოს, როდესაც ვაზს სხვა წამლავს პრობლემები იქნება. ასევე აუცილებელი სპეციალური მოვლა. საქართველოში ბიო მევენახეობა ტრადიციული მეღვინეობის დონემდე ვერ ავა. რატომ? რადგან ხარჯიც მეტია და ჩემი აზრით, ქვეყანაში ღვინის ტრადიციული მეთოდით დამზადება უფრო აქტუალურია და ასეც გაგრძელდება. ამასთან, მცირე მეურნეობისთვის მსგავსი ღვინის წარმოება ძალიან რთულია. კერძოდ, საკუთარი ვენახი, როდესაც სხვა მევენახესთან ახლოს გაქვს, სხვადასხვა, პროცედურების ჩატარება ძნელია. როდესაც დიდი მარნის წარმომადგენელი ხარ და ვენახის კარგად გამოყოფა შეგიძლია, მსგავსი მიმართულებით მუშაობა უფრო მარტივია.  ამასთან, დადებით კონტექსტში მინდა გითხრათ, რომ ქვეყანაში ბიო მევენახეობა უფრო და უფრო ცნობილი ხდება", - აღნიშნავს ვიქტორ გახელაძე.

მარნის დამფუძნებელი გაყიდვების ტენდენციებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მომხმარებელთა რაოდენობა 50%-ით გაიზარდა, რასაც ღვინის ხარისხს უკავშირებს.

"პირადად, ჩემს ღვინის მარანს, რაც შეეხება, ამ ეტაპზე, ნახევარი ჰექტარი ვენახი გვაქვს, ყურძენს ადგილობრივი მოსახლეობისგანაც ვყიდულობთ.  მხოლოდ, მიკრო ზონის დამახასიათებელი ჯიშები გვაქვს ესენია: ჩინური გორული მწვანე, შავკაპიტო, პინო ნუარი და თავკვერი. ღვინოს ევროპული წესით ვამზადებთ. ამჟამად, 4 სახის ღვინოს ვაწარმოებთ. ჩვენი სოფელში ფილმი "შერეკილებია" გადაღებული და აღნიშნული ფილმის თემატიკა გვინდოდა, რომ გაგვეცოცხლებინა, ამიტომ ღვინის ეტიკეტზე გადმოვიტანეთ", - აცხადებს ვიქტორ გახელაძე.

ამასთან, ვიქტორ გახელაძე  "გახელაძის მარნის" განვითარებაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ კომპანია სექტემბრის ბოლოს ადგილობრივ ბაზარზე გააქტიურებას გეგმავს

ცნობისთვის, კასპის რაიონ სოფელ  ქვემოჭალაში მდებარე "გახელაძის მარანი" ადგილობრივ ბაზარზე 3 წელია ოპერირებს. მარანი 4 სახის ღვინოს ესენია: ჩინური გორული მწვანე, შავკაპიტო, პინო ნუარი და თავკვერის ევროპული წესით ამზადებს.

bp.ge