Colliers Georgia-ს ინფორმაციით, 2024 წლის ნოემბერში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3 739 ერთეული შეადგინა და წინა წლის ნოემბერთან შედარებით 11%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
ბაზრის ზომა 20%-ით, 264 მილიონ დოლარამდეა გაზრდილი.
ახალ პროექტებში ტრანზაქციების 17%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი, 2023 წლის ნოემბერთან შედარებით მაჩვენებელი 7%-ით არის შემცირებული. ნოემბერში ძველი ბინების საშუალო გასაყიდი ფასი, გარეუბანში 5%-ით გაიზარდა, ქალაქის ცენტრსა და ფართო ცენტრში კი, 17% და 18%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
ახალაშენებული ბინების საშუალო გასაყიდი ფასი 10%-ით გაიზარდა გარეუბანში, ქალაქის ცენტრსა და ფართო ცენტრში კი, 6% და 5%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
წყარო: ბიზნესპარტნიორი