სამხრეთკავკასიური მილსადენის, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გავლით იანვარ-ნოემბერში გაზის ტრანსპორტირება 4%-ზე მეტად გაიზარდა.

ამის შესახებ აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებში წერია.

კერძოდ, საანგარიშო პერიოდში მილსადენით 20,786.7 მლნ კუბური მეტრი გაზი გადაიქაჩა, რაც შარშანდელ ანალოგიურ პერიოდზე 4,3%-ით მეტია.

უწყების ცნობით, ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსასდენით აზერბაიჯანიდან ტრანსპორტირებული გაზის მთლიანი მოცულობის 57,2% გადაიქაჩა.

სულ იანვარ-ნოემბერში აზერბაიჯანის მაგისტრალური გაზსადენებით 36,319.3 მლრდ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გადაიტვირთა, რაც, წინა წლის ანალოგიურ თვეებთან შედარებით, 0,8%-ით მეტია.

მილსადენი შაჰ-დენიზის გაზის კონდენსატის საბადოზე მოპოვებული გაზის ექსპორტს ახორციელებს.

ცნობისთვის: 2023 წელს აზერბაიჯანის მაგისტრალური გაზსადენებით, 2022 წელთან შედარებით, 1,4%-ით მეტი, ანუ 39,806.9 მლრდ კუბური მეტრი გაზი გადაიქაჩა. აქედან ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენით ტრანსპორტირებული გაზის მოცულობა 54,8%-ს შეადგენდა. კერძოდ, გასული წლის განმავლობაში ამ მილსადენით 21,800.1 მლრდ კუბურ მეტრ გაზმა გაიარა, რაც, 2022 წელთან შედარებით, 4,8%-ით მეტი იყო.

ბიზნესპრესნიუსი