რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისები დაიწყო. რეისები კვირაში ორჯერ შესრულდება - ოთხშაბათობით და კვირაობით.

უახლოეს რეისებზე ფასები $170-$550 დოლარის ფარგლებშია.

2023 წლის მაისიდან რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გააუქმა საქართველოს მოქალაქეებისთვის 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმი და მოხსნა 2019 წლიდან დაწესებული აკრძალვა ორ ქვეყანას შორის პირდაპირ ფრენებზე.