2024 წლის იანვარ-აპრილში ნავთობის კომერციული მოპოვება 5.7%-ით შემცირდა, ხოლო კომერციული გაზის წარმოება 4,3%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით,  მითითებულ პერიოდში მეტალურგიული პროდუქციის წარმოება 55.0%-ით გაიზარდა, სამშენებლო მასალების წარმოება კი - 44.6%-ით.

რაც შეეხება ავეჯის წარმოებას, 36.4%-ითაა გაზრდილი. ქიმიური პროდუქტების წარმოება კი 8.6%- ით.

ელექტროენერგიის, გაზისა და ორთქლის წარმოების, განაწილებისა და მიწოდების სექტორში წარმოების მოცულობა 4.6%-ით შემცირდა, ხოლო წყალმომარაგების, ნარჩენების დამუშავებისა და გადამუშავების სექტორში წარმოების მოცულობა 8.2%-ით გაიზარდა.