2024 წლის 1 მაისიდან 2024 წლის 29 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოდან 22.3 ათასი ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 26.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ატმისა და ვაშლატამას მოცულობა 1.3 ათასი ტონით (6%-ით), ხოლო ღირებულება - 2.9 მლნ აშშ დოლარით (13%-ით) გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში, ატმისა და ვაშლატამას საშუალო საექსპორტო ფასი გაიზარდა 6%-ით და 1.17 აშშ დოლარი/კგ შეადგინა.