2024 წლის პირველ ოთხ თვეში საქართველო-აშშ-ის ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ $480 მილიონი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით, ანუ 118 მილიონი დოლარით ნაკლებია.

ქვეყნებს შორის ვაჭრობაში ძირითადი წილი იმპორტს უკავია, რომელიც ოთხ თვეში 23.2%-ით 445 მილიონ 468 ათას დოლარამდე შემცირდა და ამერიკამ უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნების ათეულში 9.3%-ით მესამე ადგილი დაიკავა.

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, კლების მთავარი მიზეზი ავტომობილების იმპორტის შემცირებაა. წელს საქართველო-აშშ-ის ორმხრივ სავაჭრო ბრუნვაში მსუბუქ ავტომობილებზე 85% მოდის.

საქართველოს საიმპორტო საქონელი აშშ-დან 2024 წლის იანვარ-აპრილში:

  • მსუბუქი ავტომობილები - 407 მილიონი დოლარი;
  • დანარჩენი საქონელი - 5.9 მილიონი დოლარი;
  • თხილი და სხვა კაკალი - 4 მილიონი დოლარი;
  • კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი - 2.2 მილიონი დოლარი;
  • მოტოციკლები და ველოსიპედები, ეტლით ან მის გარეშე; ეტლები - 1.9 მილიონი დოლარი.

რაც შეეხება აშშ-ში საქართველოს ექსპორტს, ის წელს 87%-ით გაიზარდა და 34.2 მილიონი დოლარი შეადგინა. აშშ-ში ექსპორტის მატება დაკავშირებულია ფეროშენადნობების ექსპორტთან, რომლის ექსპორტიც წინა წელთან შედარებით 116%-ით გაიზარდა და 19.6 მილიონი დოლარი შეადგინა.

რა საქონელი გაიტანა საქართველომ აშშ-ში 2024 წლის იანვარ-აპრილში:

  • ფეროშენადნობები - 19.6 მილიონი დოლარი;
  • მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან - 2.2 მილიონი დოლარი;
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 2.1 მილიონი დოლარი;
  • ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 2 მილიონი დოლარი;
  • წყალბადი, ინერტული აირები და სხვა არალითონები - 1.8 მილიონი დოლარი.