2024 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 68.9 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 519.7 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 020.6 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (991.2 მლნ. აშშ დოლარი).
აშშ-დან იმპორტირებული პროდუქციის უმეტესობა მსუბუქ ავტომობილებზე მოდის. 2024 წლის 7 თვეში აშშ-დან საქართველოში 887 მლნ დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილების იმპორტი განხორციელდა.
აშშ-დან საიმპორტო პროდუქციის TOP-3-ში მსუბუქი ავტომობილების გარდა თხილი და კოსმეტიკური საშუალებებია.
