მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 40%-ით, $966 მილიონამდე შემცირდა. 

ქვეყნის ეკონომიკაში ძირითადი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნების ათეულში ამერიკის შეერთებულ შტატებია. მესამე კვარტალში ამერიკული ინვესტიციების მოცულობამ 22.3 მილიონი დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2023 წლის მესამე კვარტალში 64.8 მლნ დოლარი იყო.

კომპანიები, სადაც III კვარტალში აშშ-დან ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი ინვესტიცია ჩაიდო, შემდეგია:

  • შპს მაგთიკომი
  • საგარეო საკითხებისათვის მოქალაქეთა ქსელის ფილიალი-CNFA საქართველო
  • ისტ-უესტ მენეჯმენტ ინსტიტუტ, ინკ.-ის წარმომადგენლობა საქართველოში
  • შპს აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია
  • World Vision International-ის ფილიალი საქართველოში
  • შპს ნათს ინქორფორეითიდ
  • შპს კომპანია კაიზენის წარმომადგენლობა საქართველოში
  • ეკონომიკის გაუმჯობესება ძლიერი საზოგადოებისთვის ფილიალი საქართველოში
  • ეი არ დი, ინკ. ფილიალი
  • შპს ფარმვეი საქართველო 2023-2 ოპკო.