მიმდინარე წლის 11 თვეში ადგილობრივი ექსპორტი წლიურად 2.1%-ით 2 მილიარდ 588 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით, ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 43.1%-ს შეადგენს.
„საქსტატის“ ინფორმაციით, საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში ამ პერიოდში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა 73.3% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან: რუსეთი (510 მილიონ 700 ათასი დოლარი), თურქეთი (385 მილიონ 600 ათასი დოლარი) და ჩინეთი (253 მილიონ 800 ათასი დოლარი).
11 თვეში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე 316.3 მლნ დოლარით ფეროშენადნობებია წარმოდგენილი, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.2%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოებია 261.2 მლნ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.1%), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები, 212.6 მლნ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.2%).