2025 წლის 9 თვეში საქართველო ელექტროენერგიის წმინდა იმპორტიორი იყო, როგორც რაოდენობაში, ასევე ღირებულებაში. ამ პერიოდში წმინდა იმპორტმა $7.8 მლნ და 0.6 ტვტ.სთ შეადგინა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის კვლევაშია ნათქვამი

მათივე ცნობით, ჯამურად, 2025 წლის პირველ 9 თვეში იმპორტულ ელექტროენერგიაში გადახდილმა თანხამ $31.3 მლნ შეადგინა, რაც საშუალოდ კვტ.სთ-ზე 2.8 აშშ ცენტია.

"2025 წლის 9 თვეში ელექტროენერგიის იმპორტი წლიურად 129.3%-ით 1.1 ტვტ.სთ-მდე გაიზარდა. იმპორტირებულ ელექტროენერგიის 59.4% რუსეთიდან განხორციელდა, საიდანაც 90.0%-ზე მეტი განკუთვნილი აფხაზეთის მოხმარებისთვის იყო.

აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის რეგიონისთვის იმპორტი სპეციალურ ფასად, კვტ.სთ-ზე 0.1 აშშ ცენტად ხორციელდება, რაც იმპორტის საშუალო ფასზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს", - ნათქვამია კვლევაში.

bp.ge