2023 წლის 4 თვეში ფულადი გზავნილები წლიურად 90.4%-ით გაიზარდა და 1.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ინფორმაციას Galt&Taggart ყოველკვირეულ მიმოხილვაში აქვეყნებს.
სებ-ის მიხედვით, 2023 წლის აპრილში ფულადი გზავნილები წლიურად 20.0%-ით გაიზარდა და 369.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ფულადი გზავნილები წლიურად გაიზარდა შემდეგი ძირითადი დონორი ქვეყნებიდან: რუსეთი (+20.0% წ/წ, -28.7% თ/თ, მთლიანის 43.2%), იტალია (+22.3%), აშშ (+36.7%), საბერძნეთი (+9.4%), გერმანია (+50.4%), ისრაელი (+4.7%) და თურქეთი (+13.7%).
ამასთან, ფულადი გზავნილები შემცირდა ყაზახეთიდან (-1.5%) და აზერბაიჯანიდან (-3.4%).