2025 წლის პირველი ნახევარში საქართველომ ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტიდან 12 939.5 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ივნისში ქვეყანამ საექსპორტო ბაზრებზე 7 864.0 ტონა წვენები გაიტანა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 7 946.5 ტონა. შესაბამისად ექსპორტი 1%-იან შემცირებას აჩვენებს.

საქართველოდან ნატურალური წვენების ექსპორტის კუთხით ნომერ პირველი ბაზარი გერმანიაა.

TOP ქვეყანა, სადაც საქართველო მეტი მოცულობით ნატურალურ წვენებს ყიდის:

  • გერმანია - 2 455.5 ტონა;
  • აშშ - 1 657.5 ტონა;
  • ავსტრალია - 845.2 ტონა;
  • ისრაელი - 649.9 ტონა;
  • აზერბაიჯანი - 459.6 ტონა;

აღსანიშნავია, რომ საქართველოში დამზადებულ ნატურალურ წვენებზე მოთხოვნა მზარდია. ქვეყნიდან გატანილი წვენების 37%-ი ევროკავშირის ქვეყნებში იყიდება. 

businessinsider.ge