2025 წლის იანვარ-ივნისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი. საქსტატის მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში ქვეყანამ ექსპორტზე 174.6 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების ლითონების მადნები და კონცენტრატები გაიტანა.  აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 11.8 პროცენტს შეადგენს.

მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები, 121.0 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.2 პროცენტი).

მესამე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები 101.9 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 6.9 პროცენტი).