2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 9.4%-მდე შევამცირეთ, წინა 9.7%-დან - ამის შესახებ, Galt&Taggart-ის ყოველკვირეულ მიმოხილვაში წერია.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის ნოემბერში რეალური მშპ-ის ზრდა 7.5%-მდე შენელდა, წინა თვეში დაფიქსირებული 11.0%-იანი ზრდის შემდეგ. ჯამურად, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 9.4%-ით გაიზარდა.
„ნოემბერში ეკონომიკის ზრდა ძირითადად განაპირობა პროფესიული და სამეცნიერო, ინფორმაცია და კომუნიკაციის, და ტრანსპორტის დარგებმა. ამასთან, კლება დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის დარგში.
ნოემბრის მოსალოდნელზე დაბალი ფაქტიური ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 9.4%-მდე შევამცირეთ, წინა 9.7%-დან“, - ნათქვამია მიმოხილვაში.