ISET-ი 2024 წლის ეკონომიკას აფასებს. ორგანიზაციის კვლევის თანახმად, საქართველოს რეალური მშპ აჭარბებს მის პოტენციურ დონეს, რაც ძირითადად გამოწვეულია რუსეთ-უკრაინის ომის გავლენით.

რაც შეეხება, ცალკეულ სფეროებს, კვლევის თანახმად, ზრდა ძირითადად გამოწვეულია ტურიზმისა და IT სფეროთი.

ISET-ის შეფასებით, რეზერვები კრიტიკულ მდგომარეობაშია, რაც შეეხება ინფლაციას, ის მიზნის ქვემოთაა.

პირდაპირ უცხოურ ინვესტიციები, პუბლიკაციის მიხედვით, 2024 წელს მხოლოდ 22%-ს შეადგენს მაშინ, როცა 4 წლის წინ, 2020 წელს. 58%-ს უტოლდებოდა. 2020 წელი ინვესტიციებისთვის პიკურ პერიოდად ფასდება.

ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ეკონომიკაში სახეზეა ბუნდოვანი ხაზები ეკონომიკას, დემოკრატიასა და მმართველობას შორის.

რაც შეეხება, მომავალი წლის პროგნოზს და რისკებს, ISET-ი 2025 წლისთვის პროგნოზირებს შემდეგს რისკფაქტორებს:

  • დემოკრატიის უკუსვლა და ევროკავშირის შეჩერებული დღის წესრიგი;
  • მაკროეკონომიკური ზემოქმედება;
  • არახელსაყრელი საინვესტიციო კლიმატი და ა.შ.