„საქსტატის“ დაზუსტებული მონაცემებით, 2024 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 93.022 მლრდ ლარს გაუტოლდა, რაც 15%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. 

რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2024 წელს, წინა წელთან შედარებით 9.7% შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება კი 2024 წელს 4.9%-ით განისაზღვრა.

საქსტატის ცნობით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (15.4%)და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (9.8 %). შემდგომ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (9.7%), მშენებლობა (8.5 %), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (6.8 %), ინფორმაცია და კომუნიკაცია (6.4%); სოფლის სატყეო და თევზის მეურნეობა (6.3 %), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.3 %), განათლება (5.6 %).