2024 წელს საქართველოს აეროპორტები 7 440.3 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 23.9 პროცენტით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს — აეროპორტებმა მიიღო 3 711.6 ათასი მგზავრი (24.2 პროცენტით მეტი), ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 3 728.7 ათასი მგზავრი (23.5 პროცენტით მეტი) – მონაცემებს საქსტატი ავრცელებს.
2024 წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 94.0 პროცენტი რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა.
2024 წელს საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობამ 30.3 ათასი შეადგინა, რაც 18.9 პროცენტით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.