2024 წელს განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან  1 259 მილიონი ლარი შეადგინა. ინფორმაციას საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო  ზედამხედველობის სამსახური ავრცელებს.

გასულ წელს მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 307 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 127 მილიონი ლარი. (2023 წლის ანალოგიურ პერიოდში -  წმინდა მოგება 73,5 მლნ იყო).

სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 446 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 459 მილიონ ლარს.

საქართველოს მოსახლეობის 20% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 7% დაზღვეულია.  2024 წელს 741, 174 სამედიცინო დაზღვევის პოლისი იყო მოქმედი. ავტოდაზღვევის კუთხით კი, 138,219 პოლისი იყო გაყიდული.

2024  წლის მონაცემებით, მოზიდული სადაზღვევო პრემიით ბაზარზე „ჯიპიაი“ (219 მლნ. ლარი) ლიდერობს, მას მოსდევს „თიბისი“ (212 მლნ ლარი) , მესამე ადგილზე „ალდაგი“ (193 მლნ ლარი), მეოთხე ადგილზეა  "იმედი L“ (118  მლნ ლარი), ხოლო მეხუთე ადგილს სადაზღვევო კომპანია „არდი“ (109 მლნ ლარი)  იკავებს.

2024  წელს ყველაზე დიდი მოცულობით ზარალი კომპანია „ჯიპიაიმ“ (122 მლნ ლარი) აანაზღაურა. ანაზღაურებული ზარალის მოცულობით მეორე ადგილზეა „ბბ დაზღვევა“ (115 მლნ ლარი), მესამეზე კი „თიბისი“  (97 მლნ ლარი), მეოთხე ადგილს „ალდაგი“  (84 მლნ ლარი) იკავებს, მეხუთეს კი „იმედი L“ (74  მლნ ლარი).

2024  წლის განმავლობაში სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემიით ლიდრობდა „ჯიპიაი ჰოლდინგი“ 125.2 მილიონი ლარით და ბაზრის 23% ეჭირა, შემდეგ მოდის სადაზღვევო კომპანია "იმედი L" – 100 მლნ ლარი  (ბაზრის 19%), მესამე ადგილს კი სადაზღვევო კომპანია  "არდი"  - 90.6 მლნ ლარით (ბაზრის 17%) იკავებს.

სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემიით „თიბისი“ ლიდერობს 65.1 მლნ. ლარით, მას მთლიანი წილის 25% უჭირავს. მეორე ადგილზე „ალდაგია“ 59.6 მლნ ლარით, ხოლო მესამეზე კი „ჯიპიაი“ 36.8 მლნ ლარით.

ქონების დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 132 მილიონი ლარი შეადგინა. დაზღვევის აღნიშნულ სახეობაში ლიდერი „ალდაგია“ 59.6 მლნ. ლარით და მასზე მოზიდული პრემიის 45% მოდის. მეორე ადგილზეა  „თიბისი“ 23.6 მლნ. ლარით, ხოლო მესამეზე „ჯიპიაი“ 16.3 მლნ. ლარით.

სიცოცხლის დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ სულ 109  მილიონი ლარი შეადგინა. აღნიშნულ დაზღვევაში „თიბისი“ ლიდერობს - კომპანიამ 12  თვეში 50 მილიონი ლარი მიიზიდა და ბაზრის 46% დაიკავა. მეორე პოზიციაზე „ალდაგია“ – 32.6 მილიონი ლარით. მესამე ადგილზე კი „იმედი L“ 8.6 მილიონი ლარით.

სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 32 მილიონი ლარი შეადგინა. ბაზრის ყველაზე დიდი წილი  ‘ალდაგს“ უჭირავს - 11.0 მილიონი ლარით და მთიანი ბაზრის 37%, მეორე ადგილზე "ჯიპიაი“  7.3  მილიონი ლარით.  მესამე პოზიციას „უნისონი“  4  მილიონი ლარით.

2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.