სემეკის ინფორმაციით, 2023 წელს საქართველოში მოხმარებულმა ელექტროენერგიამ 14 917.1 მლნ კვტ/სთ შეადგინა, რაც 2022 წლის მაჩვენებელთან შედარებით 4%-ით ნაკლებია.

კერძოდ, 2022 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ 15 521.2 მლნ კვტ/სთ შეადგინა.

რაც შეეხება გენერაციას, 2023 წელს საქართველოში წარმოებულმა ელექტროენერგიამ 14 395.8 მლნ კვტ/სთ-ს მიაღწია.

2022 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 14 246.6 მლნ კვტ/სთ-ს აღწევდა. წლიურმა ზრდამ  1%-ით შეადგინა.

გასულ წელს გამომუშავებული ელექტროენერგიის 75% ჰიდროელექტროსადგურებზე მოდიოდა.