დაცული ტერიტორიების სააგენტოს 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ეკოტურისტული სერვისებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 10 447 166 ლარი შეადგინა, რაც წინა 2022 წლის მაჩვენებელთან (8 314 439 ლარი) შედარებით დაახლოებით 26%-ით არის გაზრდილი.
დაცული ტერიტორიების ეკოტურისტული სერვისებიდან მიღებული შემოსავლები ნაწილდება შემდეგნაირად: იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიები - შემოსავლების 54%
მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლები - შემოსავლების 42%
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები - შემოსავლების 1%
ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები - შემოსავლის 1%
სხვა ადმინისტრაციები - შემოსავლიების 2%
ეკოტურისტული სერვისებიდან მიღებული შემოსავლების 2% მოდის კოლხეთის, წალკის, ბორჯომ-ხარაგაულის, მტირალას, ალგეთის, თუშეთის, ჭაჭუნას, კინტრიშის, მარიამჯვარის, ჯავახეთის, მაჭახელას და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე.


