ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2023 წელს საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 1208,9 ათასი ტონა, რაც 58,6 ათასი ტონით ანუ 5,1%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1150,3 ათასი ტონა) შედარებით.

მათ შორის,  2023 წლის პირველი 12 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 614,3 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 594,6 ათასი ტონა.

კატეგორიების მიხედვით, 2023 წელს ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა შემდეგი: A-91 რეგულარი ტიპის ბენზინი - 366,5 ათასი ტონა (59,7%);  A-95 პრემიუმი ტიპის ბენზინი - 236,6 ათასი ტონა (38,5%);  A-98 სუპერი ტიპის ბენზინი - 11,2 ათასი ტონა (1,8%);

2023 წელს ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 736,1 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 60,9%-ს შეადგენს.

შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 180,6 ათასი ტონა - 14,9%; ბულგარეთი - 107,2 ათასი ტონა - 8,9%;  აზერბაიჯანი - 84,2 ათასი ტონა - 7%; თურქმენეთი - 29,3 ათასი ტონა - 2,4%; ბელარუსი - 24,9 ათასი ტონა - 2,%; საბერძნეთი - 23,5 ათასი ტონა - 1,9%; თურქეთი - 17 ათასი ტონა - 1,4%; არაბთა გაერთიანებული საამიროები – 2,2 ათასი ტონა - 0,2%; ვირჯინიის კ-ბი - 2,2 ათასი ტონა - 0,2%; შვეიცარია - 1,3 ათასი ტონა - 0,1% და სხვ.