საქართველო - აშშ-ს ეკონომიკური კავშირები ბოლო წლებში ძირითადად ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა.

2015-2023 წლებში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა აშშ-სთან გაიზარდა ექვსჯერ. ეს ზრდა ძირითადად იმპორტის მხრიდან იყო განპირობებული, განსაკუთრებით 2023 წელს, როდესაც ავტომობილების იმპორტი აშშ-დან მნიშვნელოვნად გაიზარდა. გარდა ამისა, აშშ-ის წვლილი საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვაში სტაბილურად იზრდება. ამის შესახებ წერია PMC ცენტრის მიერ მომზადებულ კვლევაში

2015-დან 2023 წლამდე აშშ-დან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები თითქმის 10-ჯერ გაიზარდა 2015-2023 წლებში აშშ-დან საქართველოში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა $826,5 მილიონი შეადგინა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადებმა განიცადა თანმიმდევრული ზრდა მთელი პერიოდის განმავლობაში, 2020 და 2021 წლების გარდა როდესაც COVID-19-ის პანდემიამ შეაფერხა ინვესტიციები. 

2015-დან 2023 წლამდე აშშ-დან ფულადი გადმორიცხვები თითქმის 5-ჯერ გაიზარდა, 2024 წლის ივლის-აგვისტოში კი აქედან გზავნილებმა რუსეთსა და იტალიასაც კი გადაუსწრო, საიდანაც აქამდე ყველაზე მეტი ფული შემოდიოდა გზავნილების სახით.  ბოლო ცხრა წელში გზავნილებში ყველაზე მაღალი ზრდა 2023 წელს დაფიქსირდა, როცა აშშ-დან გადმორიცხული თანხა 41%-ით გაიზარდა. 

აშშ-დან გადმორიცხული თანხა:

  • 2023 წელი - 460 მლნ დოლარი;
  • 2022 წელი - 327 მლნ დოლარი;
  • 2021 წელი - 284 მლნ დოლარი;
  • 2020 წელი - 218 მლნ დოლარი;
  • 2019 წელი - 178 მლნ დოლარი;
  • 2018 წელი - 160 მლნ დოლარი;
  • 2017 წელი - 142 მლნ დოლარი;
  • 2016 წელი - 128 მლნ დოლარი;
  • 2015 წელი - 100 მლნ დოლარი;