შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ კომპიუტერული ქსელების მომსახურებისთვის 27.8 მლნ ლარის ღირებულების ტენდერს აცხადებს.
პროექტი გულისხმობს საქართველოს მასშტაბით ვიდეო კამერებისთვის 2106 ცალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელით და რადიოსარელეო ხაზით მომსახურებას.
მიწოდება უნდა განხორციელდეს 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 2028 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
ტექნიკური დავალება და სპეციფიკაციები იხილეთ ბმულზე.
მიმწოდებელმა არაუგვიანეს 2023 წლის 20 დეკემბრისა უნდა უზრუნველყოს სასერვერო ოთახის მოწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურით (შემსყიდველის სარგებლობაში არსებული სერვერებისთვის).
სატენდერო მოთხოვნების მიხედვით, პრეტენდენტს უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში ქსელის მომსახურების გამოცდილება უნდა გააჩნდეს.
ტენდერში წინადადებების მიღება 10 აგვისტოს იწყება და 15 აგვისტოს სრულდება.