წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის I კვარტალში 201.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 64.4 პროცენტით ნაკლებია, - ინფორმაციას "საქსტატი" ავრცელებს.
უწყების ცნობით, შემცირება განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სამივე კომპონენტის (სააქციო კაპიტალი, რეინვესტიცია და სავალო ვალდებულებები) მაჩვენებლის შემცირებით.
2024 წლის I კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა: 2024 წლის პირველ კვარტალში პირველ ადგილზეა თურქეთი - 42.4 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 21.0 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება ჩეხეთი - 41.5 მლნ. აშშ დოლარით (20.6 პროცენტი), ხოლო მესამეზე აშშ - 33.7 მლნ.
აშშ დოლარით (16.7 პროცენტი). ხუთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 85.5 პროცენტს შეადგენს.
2024 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს TOP 10 ინვესტორი ქვეყნის ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
- თურქეთი - 42.4 მლნ აშშ დოლარი;
- ჩეხეთი - 41.5 მლნ აშშ დოლარი;
- აშშ - 33.7 მლნ აშშ დოლარი;
- ნიდერლანდები - 32.3 მლნ აშშ დოლარი;
- მარშალის კუნძულები - 22.3 მლნ აშშ დოლარი;
- იაპონია - 19.3 მლნ აშშ დოლარი;
- ჩინეთი - 13.9 მლნ აშშ დოლარი;
- აზერბაიჯანი - 12.7 მლნ აშშ დოლარი;
- მალტა - 11.7 მლნ აშშ დოლარი;
- დანია - 10.2 მლნ აშშ დოლარი.