ზარაფხანამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან თანამშრომლობით სამაჯური შექმნა - ამის  შესახებ ინფორმცია ზარაფხანამ  სოციალურ ქსელ  ფეისბუკში გაავრცელა. სამაჯური ვერცხლისაა და მისი ღირებულება 180 ლარს შეადგენს. 

„სიამაყით წარმოგიდგენთ, ზარაფხანას გუნდისა და საქართველოს ეროვნული ნაკრები-ს პირველი თანამშრომლობით შექმნილ, გამარჯვების ეროვნული მუხტით შთაგონებულ სამაჯურს „მე ვარ საქართველო“. 🇬🇪 ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე!“ - წერუა გავრცელებულ ინფორმაციაში.