Yandex Georgia-ია დღეს ,,კომერსანტის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
მათი თქმით, საქართველოს მოქალაქეების პერსონალური მონაცემები ევროკავშირის ტერიტორიაზე მუშავდება და ქვეყნის კანონმდებლობასთან სრულად თანხვედრაშია.
,,ქართველი მომხმარებლების მონაცემები მუშავდება ევროკავშირის ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობასთან სრული შესაბამისობით. Yandex Georgia მოქმედებს სრული შესაბამისობით საქართველოს კანონმდებლობასთან. ქართველი მომხმარებლების მონაცემები ინახება სერვერებზე, რომლებიც განთავსებულია ევროკავშირის ტერიტორიაზე - იურისდიქციაში, რომელიც საქართველოს კანონისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ოფიციალური პოზიციის შესაბამისად უზრუნველყოფს ჩვენი სერვისების მომხმარებელთა მონაცემების სათანადო დაცვას. სხვა ქვეყნების კანონები და მოთხოვნები არ ვრცელდება Yandex-ის სერვისების მომხმარებლებზე საქართველოში",- აღნიშნულია Yandex Georgia-იას განცხადებაში.