თბილისი, საქართველო - 26 აგვიტო, 2024 . „ვენის სადაზღვევო ჯგუფმა(VIG)“, 19-21 აგვისტოს  წარმატებით უმასაპინძლა საინვესტიციო კონფერენციას თბილისში. კოფერენციაზე ჯგუფის წევრი კომპანიების თანამშრომლებმა თურქეთიდან, მოლდოვიდან და საქართველოდან იმსჯელეს მდგრად საინვესტიციო სტრატეგიებსა და ზოგადად რეგიონში შემდგომი  განვითარების შესაძლებლობებზე. ერთობლივი ღონისძიება, რომელიც რეგულარად ტარდება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, ხორციელდება VIG-ის სტრატეგიული მიზნის - CO³ (Communication, Collaboration and Cooperation) ფარგლებში და მისი მიზანია,  გააძლიეროს კომუნიკაცია და  თანამშრომლობა  ჯგუფის მასშტაბით, სხვადასხვა წევრ კომპანიებს შორის.

კონფერენციაზე ხაზი გაესვა საინვესტიციო გადაწყვეტილებებში მდგრადობის ინტეგრაციის მნიშვნელობას, ეს მიდგომა  თანხვედრაშია „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ გრძელვადიან მიზანთან - 2050 წლისთვის, 0- მდე შეამციროს სათბური გაზის ემისიები. მდგრადობის ფართო პროგრამა  მოიცავს ისეთ საკითხებს , როგორიცაა: აქტივების პასუხისმგელიანი მენეჯმენტი, მდგრადი ანდერრაიტინგი და კლიმატზე მინიმალური ზემოქმედების ოპერაციების ხელშეწყობა.

კონფერენციის მსვლელობისას ინდუსტრიის ლიდერებმა და ექსპერტებმა საფუძვლიანად განიხილეს მდგრადი ინვესტიციების პრაქტიკები, მიმოიხილეს, თუ რა დადებითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ პრაქტიკას საქართველოს სოციალურ გარემოზე და ბუნებაზე. კონფერენციაზე ხაზი გაესვა სადაზღვევო სექტორის როლს ეკონომიკური მდგრადობისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობაში რეგიონის მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ კონფერენციაში მონაწილე კომპანიების მართვაში არსებული აქტივები დაახლოებით  950 მილიონი ევროა.

საქართველო, „ვენის სადაზღვევო ჯგუფისთვის“,  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა. VIG საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და საქართველოს ბაზარზე ერთადერთი საერთაშორისო ინვესტორია. მას ქვეყანაში ორი ძლიერი სადაზღვევო ბრენდი „ჯიპიაი ჰოლდინგი“ და „ირაო“ წარმოადგენს. ორივეს ერთად საქართველოს სადაზღვევო ბაზრის ყველაზე დიდი წილი უჭირავს. VIG-მ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყანაში სადაზღვევო სტანდარტების გაუმჯობესებასა და სექტორის სტაბილურობაში. „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ ერთგულება საქართველოს მიმართ განპირობებულია მისი ხედვით, რომ ხელი შეუწყოს ამ სადაზღვევო ბაზრის წარმატებას და განვითარებას და აქციოს ის ისეთივე ძლიერად, როგორც სხვა ევროპული ქვეყნების ბაზრები. ამასთანავე უზრუნველყოს , რომ ქართულმა კომპანიებმა შეასრულონ მდგრადობის ის მიზნები, რომლებიც დასახულია ჯგუფის მასშტაბით.

სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ ბაზრის სხვადასხვა აქტორს და მიმოეხილათ ბაზრის ზრდის პოტენციალი. კონფერენციაზე ხაზი გაესვა შესაძლებლობებს რეგიონში ინვესტიციებისთვის, განსაკუთრებით იმ სექტორებში, რომლებიც თანხვედრაშია „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ მდგრადობის მიზნებთან.

 „მოხარულები ვართ, რომ თბილისში ვუმასპინძლეთ საინვესტიციო კონფერენციას, რომელმაც შექმნა  მნიშვნელოვანი პლატფორმა უაღრესად საჭირო დისკუსიებისთვის CO³-ის ჭრილში ჯგუფის მასშტაბით. - განაცხადა პაატა ლომაძემ, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალურმა დირექტორმა - „ამ კონფერენციაზე  მიღებული გადაწყვეტილებები  წარმართავს  ჩვენს მომავალ  საინვესტიციო სტრატეგიებს. ჩვენ, ჯგუფის მასშტაბით, ვაგრძელებთ  მდგრადი განვითარების და მდგრადი ზრდის მხარდაჭერას თურქეთში, მოლდოვასა და საქართველოში.“ 

როგორც ირაოს გენერალური დირექტორი ვახტანგ დეკანოსიძე აღნიშნავს ,“ საინვესტიციო კონფერენცია არის საუკეთესო შესაძლებლობა ჩვენთვის, რომ კავშირები დავამყაროთ რეგიონულ პარტნიორებთან და ვისაუბროთ საქართველოში მდგრადი ინვესტიციების მომავალზე. ჩვენ კვლავ ფოკუსირებული ვართ, რომ წვლილი შევიტანოთ ქვეყანაში დაზღვევის სექტორის გრძელვადიან სტაბილურობასა და ზრდაში, მდგრადი განვითარების მიზნების გათვალისწინებით, რაც იყო კიდეც ამ კონფერენციის მთავარი სადისკუსიო თემა.“

 

კონფერენცია დასრულდა „ვენის სადაზღვევო ჯგუფისა“ და მისი პარტნიორების განახლებული ვალდებულებებით, რომ ყველა სამომავლო ინვესტიციაში პრიორიტეტი მიენიჭოს მდგრადობის საკითხებს, რაც უზრუნველყოფს რეგიონში ეკონომიკური ზრდას და იქნება როგორც ინკლუზიური, ასევე გარემოსადმი პასუხისმგებლიანი.

****

„ვენის სადაზღვევო ჯგუფის შესახებ  (VIG)

„ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ წამყვანი სადაზღვევო ჯგუფია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.  VIG 200 წლიანი ისტორიით და ძლიერი ბრენდით , ევროპის 30 ქვეყანაში,  50-ზე მეტ  სადაზღვევო კომპანიასა და საპენსიო ფონდს აერთიანებს. 

„ვენის სადაზღვევო ჯგუფის“  29 000-მდე თანამშრომელი

28 მილიონი მომხმარებელს ემსახურება. VIG-ის აქციები 1994 წლიდან არის განთავსებული ვენის საფონდო ბირჟაზე, 2008 წლიდან პრაღის საფონდო ბირჟაზე, ხოლო 2022 წლიდან ბუდაპეშტის საფონდო ბირჟაზე. „ვენის სადაზღვევო ჯგუფს“ აქვს A+ რეიტინგი საერთაშორისოდ აღიარებული სარეიტინგო სააგენტოს Standard & Poor’s-ის მიერ. VIG  თანამშრომლობს ერსტე ჯგუფთან, ყველაზე მსხვილ ბანკთან ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.