VELI.store ყოველთვის ცდილობს წამყვანი ბრენდების პროდუქცია თუ ყოველდღიური საჭიროების ნივთები, კიდევ უფრო, ხელმისაწვდომი გახადოს თითოეული მომხმარებლისთვის. ამიტომ, ველის ციფრულ თაროებს მუდმივად ემატება ახალი კატეგორიები და სთავაზობს მათ სხვადასხვა სასიამოვნო სიახლეს ფასდაკლებების სახით.

ზამთრის სეზონზე VELI.store-ზე მომხმარებლისთვის ერთ-ერთი საყვარელი კატეგორია – VELI აუთლეტი დაბრუნდა, რომელიც პროდუქტებს ყველა კატეგორიიდან აერთიანებს. VELI აუთლეტი გთავაზობს საუკეთესო ბრენდების ავთენტურ პროდუქციას ერთ სივრცეში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აქ შეხვდები ახალი და წინა სეზონის კოლექციებს, რაც საშუალებას გაძლევს შეიძინო მაღალი ხარისხის ნივთები დაბალ ფასად.

კატეგორია ტექნიკას, სილამაზისა და თავის მოვლის საშუალებებს, ასევე სახლისა და ეზოსთვის საჭირო ნივთებს და სხვა საინტერესო პროდუქტებს განსაკუთრებული ფასდაკლებით აერთიანებს.

სილამაზისა და თავის მოვლის პროდუქცია 70%-მდე ფასდაკლებით

ველის ციფრულ თაროებზე განთავსებულია მრავალფეროვანი პარფიუმერია და კანის მოვლის საუკეთესო პროდუქტები. ველი აუთლეტი საშუალებას გაძლევს სილამაზისა და თავის მოვლის საშუალებები 60%-მდე ფასდაკლებით შეიძინო. აქ წარმოდგენილია როგორც კლასიკური, ასევე ინოვაციური ფორმულებით შექმნილი პროდუქტები სხვადასხვა ტიპის კანისთვის და სურნელის მოყვარულთათვის.

კატეგორიაში ფასდაკლებით შეხვდები უკვე კარგად ნაცნობ და შენთვის საყვარელ ბრენდებს, რომელთა შორისაც შეგიძლია აღმოაჩინო როგორც თავის მოვლის საშუალებები, ასევე დეკორატიული კოსმეტიკა. ფასდაკლებით შეგიძლია შეიძინო ისეთი ბრენდები, როგორებიცააა აღმოაჩინო სხვა მრავალი საკულტო სახელი სილამაზისა და თავის მოვლის ინდუსტრიიდან.

საუკეთესო თანამედროვე ტექნიკა 60%-მდე ფასდაკლებით

ველი გთავაზობს თანამედროვე ტექნიკას, რომლებიც ინოვაციური მიდგომებით იქმნება და მრავალფეროვანი შესაძლებლობებით გამოირჩევა. აქ წარმოდგენილია როგორც გასართობი, ასევე დახვეწილი დიზაინის საყოფაცხოვრებო მოწყობილობები, რომლებიც აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით.

VELI აუთლეტის ტექნიკის კატეგორიაში შეხვდები გეიმინგ ლეპტოპებს, რომლებიც გართობის ახლებურ გამოცდილებას გთავაზობენ. ასევე, აქ შეგიძლია ფასდაკლებით შეიძინო თანამედროვე სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიახლე აეროგრილების სახით, რომელთა შორისაც Cecotec ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბრენდია მსოფლიოში. ამასთანავე, შეგიძლია შეიძინო წამყვანი ბრენდების ყავის აპარატები თუ სხვა ტექნიკა, რომლებიც შენს ცხოვრებასა და საქმიანობას გაამარტივებს.

ნივთები სახლისა და ეზოს მოსაწყობად 60%-მდე ფასდაკლებით

საოჯახო ნივთები სახლში კომფორტის შექმნის მთავარი ელემენტებია. VELI.store-ზე შეგიძლია შეარჩიო საერთაშორისო ბრენდები, რომელთა თანამედროვე დიზაინერული გადაწყვეტები და პრაქტიკული ფუნქციები საშუალებას გაძლევს მოაწყო სივრცე შენი გემოვნებისა და საჭიროებების მიხედვით.

 VELI.store-მა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სახლის კატეგორიის განვითარებაში განსაკუთრებული ძალისხმევა ჩადო და კიდევ უფრო გააფართოვა პროდუქციის არჩევანი. ამჟამად, ველის სახლი & ეზოს კატეგორია 300-მდე ბრენდს აერთიანებს. VELI აუთლეტის სახლისა და ეზოს კატეგორიაში ფასდაკლებით შეგიძლია აღმოაჩინო ველის მომხმარებლებს შორის ყველაზე პოპულარული ბრენდები – Atmosphera, Koopman, Mica Decorations, ასევე საუკეთესო თეთრეული ბრენდისგან Madame Coco, ხარისხიანი ავეჯი კომპანიისგან WOOOD და Yamazaki-ის გამორჩეული, მინიმალისტური დიზაინის ნივთები.

აღმოაჩინე VELI აუთლეტის კატეგორია. შეარჩიე სასურველი ნივთები ერთ სივრცეში, შეუკვეთე ონლაინ და მიიღე შენთვის სასურველ დროს შენს კართან.