საქსტატის წინასწარი მონაცემებით, მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 574.3 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 10.3%-ით მეტია.
„კომერსანტი“ გთავაზობთ კომპანიების, რომლებშიც მეორე კვარტალში ყველაზე დიდი ინვესტიციები განხორციელდა (სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით):
დასახელება | სექტორი | ინვესტორი ქვეყანა |
აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი | დამამუშავებელი მრეწველობა | ნიდერლანდები |
შპს შავი ზღვის ტერმინალი | ტრანსპორტი და დასაწყობება | აზერბაიჯანი |
შპს ჯეოსთილი | დამამუშავებელი მრეწველობა | ვირჯინის კუნძულები, ბრიტანეთი / ნიდერლანდები |
სს მინა | დამამუშავებელი მრეწველობა | თურქეთი // გაერთიანებული სამეფო |
შპს ტოიოტა კავკასია | საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი | იაპონია |
შპს აჭარა ტექსტილე | დამამუშავებელი მრეწველობა | თურქეთი |
შპს სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგ | საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები | მალტა |
სს ჯორჯია გლობალ იუთილითიზ | საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები | ესპანეთი |
სს ბიჯეო ჯგუფი | საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები | გაერთიანებული სამეფო |
შპს სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს - საქართველოს ფილიალი | ტრანსპორტი და დასაწყობება | აზერბაიჯანი |
აღსანიშნავია, რომ კომპანიების რეიტინგში მნიშვნელოვანი ცვლილებაა. 2023 წლის ყველაზე მსხვილი ინვესტორი კომპანიების რეიტინგში წლევანდელი ლიდერებიდან, მხოლოდ სამი, „ბორჯომი“, „ტოიოტა“ და „ბიჯიო ჯგუფი“ მოხვდა.
კომპანიები, რომლებშიც 2023 წელს ყველაზე დიდი ინვესტიციები განხორციელდა შემდეგია (სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით):
დასახელება | სექტორი | ინვესტორი ქვეყანა |
სს თელასი | ენერგეტიკა | ნიდერლანდები |
აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი | დამმუშავებელი მრეწველობა | ნიდერლანდები |
შპს მაგთიკომი | ინფორმაცია და კომუნიკაცია | აშშ |
შპს თბილისი ენერჯი | ენერგეტიკა, კომუნალური მომსახურება | მარშალის კუნძულები |
შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია | დამამუშავებელი მრეწველობა | ნიდერლანდები |
შპს ტოიოტა კავკასია | საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების იმპორტი | იაპონია |
სს ჯორჯია გლობალ იუთილითიზ (GWP-ის მფლობელი) | საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები | ესპანეთი |
სს ბიჯეო ჯგუფი | საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები | გაერთიანებული სამეფო |
შპს ექსელუს ჰოლდინგსი (რუსთავის აზოტის მფლობელი) | საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები | ნიდერლანდები |
სს პონტუს (პონტუს დეველოპმენტი) | საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები და დეველოპმენტი | რუსეთი |