2024 წლის I კვარტალში საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ჩადებული $200 მილიონიან FDI-ში თურქულ ინვესტიციებს ყველაზე დიდი წილი უკავია.

იანვარ-მარტის განმავლობაში მეზობელი სახელმწიფოდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციის სახით 42.4 მლნ დოლარი ჩაიდო და თურქეთი ინვესტორი სახელმწიფოების რეიტინგში პირველ ადგილზე გავიდა.

კომპანიების ჩამონათვალი, სადაც თურქეთიდან ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა ასეთია:

  • შპს ტექნოჰაუს;
  • შპს ტავ ურბან საქართველო;
  • შპს აჭარ ენერჯი -2007;
  • შპს აჭარა ტექსტილე;
  • შპს ქართლი ტექსტილე.