დონალდ ტრამპის საჯარო რეკლამისა და მხარდაჭერის შემდეგ ამერიკული კომპანია Tesla-ს (TSLA.O) -ს გაყიდვები აშშ-ში იკლებს, ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი S&P Global Mobility-ს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ დრომდე არსებული მონაცემების მიხედვით, Tesla-ს მომხმარებელთა ლოიალობამ პიკს 2024 წლის ივნისში მიაღწია, მაშინ, როდესაც ახალი ავტომობილის შეძენის პროცესში მყოფი Tesla-ს მფლობელი ოჯახების 73%-მა ისევ Tesla აირჩია.
Tesla-ს ლოიალობის მაჩვენებელმა ყველაზე დაბალ წერტილს, 2025 წლის მარტში მიაღწია(49.9%), რაც სექტორის საშუალო მაჩვენებელზეც დაბალია. ეს იმ პერიოდში მოხდა, როცა მასკი ტრამპის მთავრობის დანახარჯების შემცირებაზე ორიენტირებული ახალი უწყების (Department of Government Efficiency) ხელმძღვანელად დაინიშნა და ათასობით სახელმწიფო მოხელის გათავისუფლებას მოაწერა ხელი.
Tesla-ს და ილონ მასკს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.